ოქრიაშვილის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

2-10-2017, 22:13

როგორც იცით, პარასკევს რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში "კრასნოდარის" ქართველი ლეგიონერი, თორნიკე ოქრიაშვილი მძიმედ დაშავდა. ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები დაიზიანა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამწუხაროდ, მისი ტრავმა ძალზე სერიოზული აღმოჩნდა. ოქრიაშვილი მომავალი 7-8 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკეს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის სტარტი გაუცდა. იგი 16 სექტემბერს დაუბრუნდა მოედანს და როგორც ხედავთ, დაბრუნებიდან ზუსტად 2 კვირაში კვლავ ტრავმა მიიღო.



  • tsandro
  • 2 ოქტომბერი 2017 22:14
დატანჯა ტრავმებმა ეს ბიჭი :(

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით