ოფიციალურად: "ბეილი საქართველოსთან ვერ ითამაშებს"

3-10-2017, 15:40

ტრავმის გამო მადრიდის "რეალისა" და უელსის ნაკრების ლიდერი გარეთ ბეილი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამოტოვებს.

ბეილმა ტრავმის გამო ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა "ესპანიოლის" წინააღმდეგ ვერ ჩაატარა, თუმცა ბრიტანელი მედიკოსები მაინც იმედოვნებდნენ, რომ ის საქართველოსა და ირლანდიასთან თამაშს შეძლებდა.

უელსელებისთვის ბეილის არ ყოფნა ძალიან დიდი დანაკლისია, რადგან შესარჩევი ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის და 1958 წლის შემდეგ უელსის ნაკრებს პირველად აქვს შანსი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშოს.

საქართველოსა და უელსის შეხვედრა 6 ოქტომბერს, 20:00-ზე გაიმართება.



  • beka10
  • 3 ოქტომბერი 2017 15:41
მოვუგებთ უბეილო უელსს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით