ვენგერი მზადაა იოზილი "ინტერს" დაუთმოს

3-10-2017, 23:58

"Mirror"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "არსენალი" მზადაა გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი იანვარში მილანის "ინტერს" დაუთმოს.

იოზილმა "მეთოფეებს" კვირაში 350 000 ფუნტი მოსთხოვა, რაც ლონდონელებისათვის ბევრი გამოდგა და გერმანელ ვარსკვლავს უარი შეუთვალეს.

28 წლის ფეხბურთელს "არსენალთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ამიტომ ისინი მზად არიან წარმოშობით თურქი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შედარებით დაბალი თანხის სანაცვლოდ დათმონ.



  • goga11
  • 3 ოქტომბერი 2017 23:59
იუნაიტედში წავა ეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით