კლოპმა დაცვის გასაძლიერებლად იტალიაში სამი ვარიანტი იპოვნა

4-10-2017, 14:22

"ლივერპულმა" სეზონი არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო. მერსესაიდელები ამჟამად მეშვიდე ადგილზე არიან და შვიდ შეხვედრაში 12 გოლი აქვთ გაშვებული, რაც მათი დაცვის ხაზის არასანდოობაზე მიუთითებს. გერმანელმა სპეციალისტმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი მცველი მოინიშნა და თითოეული მათგანი იტალიის სერია ა-დანაა.

პირველი "ლაციოს" ცენტრალური მცველი სტეფან დე ვრეია, რომლის შეძენასაც კლოპი ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. ჰოლანდიელ მცველს რომაელებთან კონტრაქტი 2018 წელს ეწურება, ამიტომ მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს შეადგენს.

მეორე მათგანი "ნაპოლის" აფრიკელი ლეგიონერი კალიდუ კულიბალია. მისი შეძენით ანტონიო კონტეც ინტერესდება და ამ კონკურენციის ფონზე კალიდუს ფასი მინიმუმ 50 მილიონი ევრო იქნება.

ბოლო ვარიანტი კი მილანის "ინტერის" ბრაზილიელი ფეხბურთელი მირანდაა. ლუჩიანო სპალეტი მზადაა გამოცდილ მცველს 10 მილიონ ევროდ შეელიოს. იურგენი ამ ტრანსფერს ბოლო ვარიანტად განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ხსენებული ორი სამიზნე ნისლიან ალბიონზე გადასვლაზე ვერ დაითანხმა.



  • goga11
  • 4 ოქტომბერი 2017 14:24
ბოლოს მირანდა შერჩება ალბათ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით