ტურინის "იუვენტუსზე" სერიალს გადაიღებენ

10-10-2017, 22:56

კომპანია Netflix-ი იტალიის სერია ა-ს ერთ-ერთი წამყვან გუნდზე, ტურინის "იუვენტუსზე" დოკუმენტური სერიალის გადაღებას აპირებს. "Football Italia"-ს ცნობით, ამერიკული კომპანია სერიალის გაშუქებას მომდევნო წლის დასაწყისიდან დაიწყებს. სერიალში გუნდის შიდა სამზარეულო, მატჩები და ცხოვრების ამსახველი კადრები იქნება ნაჩვენები.

"დიდად საამაყოა ის ფაქტი, რომ ტურინის "იუვენტუსი" პირველი საფეხბურთო კლუბი გახდება, რომელზეც კომპანია Netflix-ი დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს. ვფიქრობ, რომ ამ სახის თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა. ამ პროექტის დახმარებით მთელი მსოფლიო "იუვენტუსს" უკეთესად გაიცნობს",-განაცხადა "ბებერი ქალბატონის" კომერციული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფედერიკო პალომბმა პრესასთან საუბრისას.


ავტპრო ლუკა ალავიძე

  • messi10
  • 10 ოქტომბერი 2017 22:57
სერიოზული ინფოა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით