იოზილის შესაძენად "ინტერი" და "ბარსელონა" იბრძვიან

11-10-2017, 20:28

როგორც იცით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველ მესუთ იოზილს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება. გერმანელი ფეხბურთელის დამატებით კი არაერთი ევროპული გრანდია დანტერესებული.

იტალიური გამოცემა CalcioMercato-ს ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველის შეძენა კატალონიის "ბარსელონას" და მილანის "ინტერს" სურთ. როგორც ცნობილია, კატალონიელებს იოზილის დამატება ზამთარშივე უნდათ. "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგაზე არ მონაწილეობენ და სწორედ ეს გახლავთ მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

რაც შეეხება "ნერაძურის", იტალიელები იოზილთან მოლაპარაკებებს დიდი ალბათობით კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დაიწყებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით