ზიდანმა 3 ფეხბურთელის შეძენა დაგეგმა

12-10-2017, 20:59

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალი" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.

ბრიტანული გამოცემა DailyMail-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა უკვე ჩამოწერა იმ ფეხბურთელების სია, რომლის შეძენაც უახლოეს მომავალში სურს. "ბლანკოსის" პირველი სამიზნე კი ტურინის "იუვენტუსის" შემტევი, პაულო დიბალა გახლავთ. ფრანგი სპეციალისტის აზრით, ახალგაზრდა არგენტინელის მოყვანა გუნდის შემტევ პოტენციალს ერთი-ორად გაზრდის.

ზიდანს მის გარდა თავის გუნდში ასევე დავიდ ალაბასა და დელე ალის ხილვა სურს. ეს უკანასკნელი არ მალავს, რომ "რეალის" დიდი ქომაგია და მადრიდელები იმედოვნებენ, რომ ამ შანსის გამოყენებას შეძლებენ. გარდა ამისა, "რეალსა" და "ტოტენჰემს" საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რაც ალის მადრიდში გადასვლის შანსს ზრდის. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა თანხის დახარჯვას აპირებენ ესპანელები ამ ტრანსფერების სანაცვლოდ, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა 250 მილიონი ევრო ტრანსფერებისთვის უკვე გამოყო.

  • tsandro
  • 12 ოქტომბერი 2017 20:59
ალის მოსვლა გაასწორებდა

kurtua gvinda da erti marjvena mcvelin smile

  • rename
  • 13 ოქტომბერი 2017 09:46
ვინ უნდა დასვას დელე ალიმ კროსი თუ მოდრიჩი. კოვაჩიჩი რომ ათამაშო ტოტენჰემში, ალიზე ნაკლებად არ გაქაჩავს. ჯობია თავდასხმელი იყიდონ.

  • nika bayern
  • 13 ოქტომბერი 2017 19:23
idi naxui momindoma exla alaba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით