იკარდი "ინტერის" ლეგენდებს გაუტოლდა

16-10-2017, 10:21

გუშინ იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურში მილანური დერბი გაიმართა რომელიც "დელა მადონინას" სახელით არის ცნობილი. სანახაობრივი თამაში კი "ინტერის" გამარჯვებით ანგარიშით 3-2 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში "ინტერის" მხრიდან ჰეთ-თრიკის გაფორმება მაურო იკარდიმ მოახერხა, რომელმაც გამარჯვების გოლი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე საპენალტო დარტყმით გაიტანა.

ამ გოლით კი სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი იტალიური კლუბის ისტორიაში გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც 8 სერია ა-ს შეხვედრაში 7-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო.ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 16 ოქტომბერი 2017 10:22
ძაან მაგარია იკარდი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით