"მონაკოს" ხელმძღვანელობა: "მბაპეს შეძენა რეალურად მხოლოდ ამ ორ გუნდს სურდა"

16-10-2017, 16:14

გასული ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სატრანსფერო მოვლენა კილიან მბაპეს "მონაკოდან" "პსჟ"-ში გადასვლა გახლდათ. 

დღეს ამ თემასთან დაკავშირებით "მონაკოს" ვიცე პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"რეალურად, მბაპეს შეძენა მხოლოდ ორ კლუბს სურდა. ეს გახლდათ "პსჟ" და მადრიდის "რეალი". სხვა არცერთ კლუბს რეალური შეთავაზება არ გაუკეთებია."

"ჩემი აზრით, ის პარიზში არ უნდა წასულიყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება თავად კილიანის ნება გახლდათ, რომელსაც წინ, რა თქმა უნდა, ვერ აღვუდგებოდით." - განაცხადა რუსმა ბიზნესმენმა.



  • tsandro
  • 16 ოქტომბერი 2017 16:14
ეს რო რეალში წასმოსულიყო ყველა ტიტული დაიდებოდა :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით