გატუზო: "კალაძეს ყოველთვის ძმას ვეძახდი"

17-10-2017, 18:02

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჯენარო გატუზომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტან, კახა კალაძეზე ისაუბრა.

"კალა გუნდში მოსვლის დღიდანვე საოცრად მონდომებული იყო. ის ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. მწვრთნელებს თავიდან იმის ახსნაც კი სჭირდებოდათ, რომ ყოველდღე ასეთი დატვირთვით ვარჯიში არ შეიძლებოდა."

"მე მას არა კალას, არამედ ძმას ვეძახდი. ის ჩემი ნამდვილი ძმაა. ერთად ბევრი რამ გადაგვიტანია. მას ყოველთვის ვუმეორებდი რომ არა საქართველოდან, არამედ ნეაპოლიდან იყო, რადგან მას ჩვენნაირი მენტალიტეტი ჰქონდა."

"ამ ყველაფერთან ერთად ის საოცრად მეგობრული და ნიჭიერიც იყო. სულ რაღაც ერთ წელიწადში, კალა თავისუფლად საუბრობდა იტალიურად." - განაცხადა გატუზომ.

  • tsandro
  • 17 ოქტომბერი 2017 18:03
მაგარი კაცია კალა <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით