ვალვერდე ბეილის შეძენას გეგმავს

17-10-2017, 19:52

გავლენიანი გამოცემა "Sport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" მესვეურები "ლევერკუზენის" ფეხბურთელის, ლეონ ბეილის შეძენით არიან დაინტერესებულნი.

ზემოთხსენებული წყაროს ჟურნალისტთა მტკიცებით, კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე "ლევერკუზენსა" და "ვოლსფურგს" შორის გამართულ მატჩში ბეილის გარდა იულიან ბრანდტისა და ჯონათან ტასაც დააკვირდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლეონმა 7 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.


ავტორი ლუკა ალავიძე




  • messi10
  • 17 ოქტომბერი 2017 19:52
არვიცი რამდენად გაამართლებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით