ადრიანო: "ფეხბურთში დაბრუნება მსურს"

22-10-2017, 13:43

მილანის "ინტერის" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ადრიანომ, განაცხადა, რომ დიდ ფეხბურთში დაბრუნება სურს.

"მამაჩემის გარდაცვალება ჩემთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. დეპრესიაში ჩავვარდი და მდგომარეობიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდი. "ინტერი" მეხმარებოდა, თუმცა ჩემი პრობლემა გაცილებით დიდი აღმოჩნდა.

ამ მიზეზის გამო ბრაზილიაში დავბრუნდი. ჟოზე მოურინიოს ჩემი დაბრუნება ყოველთვის სურდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ძველებურ ფორმაში არ ვიმყოფებოდი. 

ახლა კი საოცრად მინდა, რომ ვარჯიში დავიწყო და დიდ ფეხბურთს დავუბრუნდე. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ვარ, ძველი ფორმის აღდგენა შემიძლია", - თქვა ადრიანომ

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 22 ოქტომბერი 2017 13:43
რა ტალანტი მოკვდა ://

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით