"იუნაიტედი" სოლერის სანაცვლოდ 50 მილიონს იხდის

22-10-2017, 18:32

"მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალი სატრანსფერო ბაზრის დროს "ვალენსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, კარლოს სოლერის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა SUN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრიტანულმა გუნდმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთელის თაობაზე, თუმცა, ვალენსიელები სოლერს 75 მილიონად აფასებენ. როგორც ცნობილია, პირველი შეთავაზების უარყოფის შემთხვევაში "იუნაიტედის" ახალი შეთავაზება 50 მილიონს დამატებით ბონუსები იქნება.

შეგახსენებთ, რომ სოლერი "ვალენსიას" აღზრდილია და ის "ღამურების" ძირითად გუნდში 2016 წლიდან თამაშობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით