• 25-07-2023
    "ლივერპულს" ლავიაზე 40 მილიონიანი შეთავაზება დაუბლოკეს
    "ლივერპულს" ლავიაზე 40 მილიონიანი შეთავაზება დაუბლოკეს

    "საუთჰემპტონმა" რომეო ლავიას თაობაზე "ლივერპულისგან" მიღებული 40 მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა.

    19 წლის ნახევარმცველს "წმინდანები" 50 მილიონ ფუნტად აფასებენ.

    Sky Sport-ის ინფორმაციით, ლავიათი ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდება. "არისტოკრატები" არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

    ბელგიელ ნახევარმცველს "სოტონთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. "სენტ მერიზე" იგი გასული წლის ზაფხულში, "მანჩესტერ სიტიდან" გადაბარგდა, თუმცა მას შემდეგ, რაც "საუთჰემპტონი" პრემიერ ლიგიდან გავარდა, რომეოს იქ დარჩენის შანსი მიზერულზე მიზერულად იქცა.

    "ლივერპულმა" ნახევარდაცვა ალექსის მაკ ალისტერითა და დომენიკ სობოსლაით გააძლიერა, თუმცა გუნდიდან წასვლასთან ახლოს ჯორდან ჰენდერსონი და ფაბინიოც არიან, ამიტომ მერსესაიდელებმა შუა ხაზში კიდევ ერთი კადრი მაინც უნდა მიიყვანონ.

    გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში ლავიამ 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები