ოქრიაშვილი: "გავიკეთებდი თუ არა LGBT სამკლაურს? სიმართლეს გეტყვით"

27-10-2017, 12:24

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში განხილვის მთავარი თემა გურამ კაშია და მისი ქმედებაა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" კაპიტანმა ერთერთი უკანასკნელი მატჩის დროს LGBT პირთა მხარდასაჭერი სამკლაური მოირგო. ასევე გურამის თქმით, იგი კატეგორიულად წინააღმდეგია ადამინის თავისუფლების შეზღდუვის.

კაშიას მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აგრესიული განწყობა შეინიშნებოდა, თუმცა სპორტსმენთა დიდმა ნაწილმა მას სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

კაშიასთან დაკავშირებით "ტაბულასთან" კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ თორნიკე ოქრიაშვილმა.

"მე რომ ვწყვეტდე, ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი და ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს. რაც შეეხება გურამს, ვერ დავიჯერე, როცა წავიკითხე, რომ მის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ, მის ნაკრებიდან გაშვებაზე საუბარი სისულელეა".

"მე კაშიას სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. მე მისნაირ სამაგალითო პიროვნებასა და პროფესიონალს არ ვიცნობ". - აცხადებს ოქრიაშვილი.



  • beka10
  • 27 ოქტომბერი 2017 12:25
კაშია ყველაზე მაგარი კაცია <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით