ვალვერდეს დიდი გამოცდა ელის

27-10-2017, 16:08

ესპანური პრიმერას უდაო ლიდერი, კატალონიის "ბარსელონა" 9 ტურის შემდეგ საკმაოდ რთულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს. კატალონიურმა გრანდმა ლა ლიგის ეგიდით გასამართი მომდევნო 4 მატჩიდან, 3 მეტოქის მოედანზე უნდა ჩაატაროს.

ერნესტოს დიდი გამოცდა დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ეტაპის გადალახვის შემდეგ "ბლაუგრანა" ჩემპიონობისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" გასვლაზე "ბილბაოსთან", "ვალენსიასთან" და "ლეგანესთან" მოუწევთ თამაში, სახლში კი ისინი "სევილიას" უმასპინძლებენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ დატვირთულ გრაფიკს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "იუვენტუსთან" გასამართი მატჩიც ემატება.

ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 27 ოქტომბერი 2017 16:09
martlac rtul situaciashia barsa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით