ისტორიული კონტრაქტი კევინ დე ბრუინს

29-10-2017, 23:55

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტი" საოცარ ფეხბურთს თამაშობს და "პრემიერ ლიგის" ცხრილსაც დამაჯერებლად ლიდერობს. ფენომენალურად თამაშობს მათი ბელგიელი ლეგიონერი, კევინ დე ბრუინი, რომელიც ბევრი ექსპერტის აზრით დღეისათვის საუკეთესო გამთამაშებელია. კევინი მართლაც ყველა მატჩში  გამორჩეულია.

ამის გამო "ქალაქელთა" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაასაჩუქროს და ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ახლანდელი მდგომარეობით დე ბრუინს კიდევ 3 წელი აკავშირებს "ცისფრებთან". ახალი კონტრაქტისთვის ხელის მოწერის შემდეგ მისი ხელფასი 250 000 ფუნტი სტერლინგი გახდება და ის იქნება "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.

  • AM11
  • 29 ოქტომბერი 2017 23:57
imsaxurebs namdvilad

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით