ტოპ 10 ფეხბურთელი, რომლებიც წარსულში ერთ გუნდში თამაშობდნენ

1-11-2017, 13:29

ფეხბურთი მოულოდნელობებით სავსე სპორტია. ძალიან ხშირად რომელიმე გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურის კარიერა უსწრაფესად იცვლება და სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდება.

ხშირ შემთხვევაში კი ისე ხდება, რომ ამ მომენტისთვის ვარსკვლავები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა გრანდში ასპარეზობენ, წარსულში რომელიმე გუნდში ერთადაც თამაშობდნენ და გულშემატკივარი მაშინ ამ ყველაფერს ყურადღებას ნაკლებად აქცევდა.

წარმოგიდგენთ 10 ფეხბურთელს, შესაბამისად 5 წყვილს, რომელიც წარსულში ერთ გუნდში ასპარეზობდნენ.

5) დიმიტრი პაია და ედენ აზარი

2011/2012 წლის სეზონში ეს ფეხბურთელები "ლილის" ღირსებას იცვადნენ. მოგვიანებით ორივე მათგანმა კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელა და უდიდესი პოპულარობა სწორედ ინგლისში მოიპოვა.

4) ივან რატიკითი და მესუთ იოზილი

2007/08 წლის სეზონში დღევანდელ ეპოქაში ორი გამორჩეული ცენტრალური ნახევარმცველი "შალკეს" ღირსებსაც იცავდნენ.

3) ტონი კროოსი და არტურო ვიდალი

ასევე გამორჩეული ნახევარმცველები ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავდნენ. მოგვიანებით, კროოსი "ბაიერნის" გავლით მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა, ხოლო ვიდალი ამ მომენტში სწორედ "რეკორდმაისტერის" ღირსებას იცავს.

2) რადამელ ფალკაო და გონსალო იგუაინი

​სანამ ევროპაში გაიბრწყინებდნენ, სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელები ერთად "რივერ პლეიტში" გამოდიოდნენ. სწორედ არგენტინული კლუბიდან დაიწყო მათი აღზევება.

1) დანი ალვეში და სერხიო რამოსი

2005/05 წლის სეზნში მოგვიანებით მტრები - ალვეში და რამოსი "სევილიაში" ერთად გამოდიოდნენ. მათ ძალიან ხშირად დაცვაში მხარდამხარ უწევდათ თამაში. მოგვიანებით ალვეში "ბარსელონაში" გადავიდა, ხოლო რამოსი "რეალის" ლეგენდად იქცა.




  • beka10
  • 1 ნოემბერი 2017 13:29
vaaa vidali ar vicodi da kroosi

  • Fubloleri
  • 1 ნოემბერი 2017 14:17
მაინც ყველა მოღალატეები არიან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით