რუსეთში კვერკველია აღიარეს

2-11-2017, 15:42

რუსეთის "პრემიერ ლიგაში"კლუბებმა 15-15 მატჩი ჩაატარეს და ამრიგად პირველი წრე დაასრულეს. ცნობილმა რუსულმა გამოცემამ, Realnoevremya.ru-მ პირველი წრის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა და მათ სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სოლომონ კვერკველიაც მოხვდა. 

ჩვენებური პირველი წრის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში მან ჩემპიონატის თხუთმეტივე შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლის გატანაც მოახერხა. მოსკოვის "ლოკომოტივი" 32 ქულით ჩემპიონატის უპირობო ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის. 

  • AM11
  • 2 ნოემბერი 2017 16:05
კვერკვე ნამდვილად საუკეთესოა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით