გვარდიოლას ავტობუსები აერია

2-11-2017, 20:29

გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც "ნაპოლიმ" მანჩესტერ "სიტის" უმასპინძლა და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

შეხვედრის შემდგომ საინტერესო კურიოზი შეემთხვა "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას. გამოცემა Football Italia-ს ცნობით, ესპანელ სპეციალისტს თამაშის შემდგომ ავტობუსები აერია და შემთხვევით "ნაპოლის" სამგზავრო ტრანსპორტში ავიდა.

გვარდიოლამ თავისი შეცდომა მალევე გააანალიზა და სწრაფად დაუბრუნდა საკუთარი გუნდის ავტობუსს.



  • tsandro
  • 2 ნოემბერი 2017 20:29
მაცარისთან მივიდა და მისკუზიო უთხრა :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით