რონალდო:"ნეიმარმა ჩემი ახალგაზრდობა გამახსენა"

4-11-2017, 23:02

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ გავლენიან გამოცემა "Veja"-სთან საუბრისას ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრა.

"ნეიმარის "კამპ ნოუდან" პარიზში წასვლამ ჩემი ახალგაზრდობა გამახსენა. საქმეში ბოლომდე გარკვეული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაში დიდი როლი "ბარსას" ხელმძღვანელობამ, კერძოდ კი ბართომეუმ ითამაშა. ისევე როგორც პირადად ჩემს შემთხვევაში მოხდა.

ამ ტრანსფერებს შორის განსხვავება ისაა, რომ როდესაც მე მილანურ "ინტერს" მივაშურე, სერია ა და ზოგადად იტალიური ფეხბურთი ბევრად უფრო წინ იყო, ვიდრე ლიგა 1 დღეს", - განაცხადა რონალდომ პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარ ჟუნიორი "პარი სენ-ჟერმენში" კატალონიის "ბარსელონადან" რეკორდულ ფასად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 4 ნოემბერი 2017 23:06
mec zustad magas maxsenebs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით