ვენგერი:"მსაჯმა თამაში მოკლა"

5-11-2017, 21:51

რამოდენიმე საათის წინ, პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალი" დაუპირისპირდნენ. "ეითად სთედიუმზე" შეკრებილი მაყურებელი უხვგოლიანი და ლამაზი მატჩის მომსწრე გახდა. მანჩესტერულმა გუნდმა გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით, 3:1 სძლია. მატჩისშემდეგომ პრესკომფერენციაზე "მეთოფეთა" ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა დღევანდელ "სიტიზე" და მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

"შეუძლია ვინმეს მათი შეჩერება? მე ვფიქრობ, რომ ამ სეზონში ეს რთული იქნება, რადგანაც მათ ძალიან კარგად დაიწყეს. თუ "ცისფრები" ვინმესთან წააგებენ, ეს გასვლით შეხვედრაში მოხდება, რადგანაც მათი სახლში, ამდენ გულშემატკივართან ერთად დამარცხება შეუძლებელია.

თამაშის მსვლელობაში უდიდესი როლი მსაჯმა ითმაშა. პრაქტიკულად მან თავისი შეცდომებით თამაში მოკლა", - განაცხადა ვენგერმა პრესასთან საუბრისას.


ავტორი ლუკა ალავიძე

  • messi10
  • 5 ნოემბერი 2017 21:54
სულ უკმაყოფილო როგორ არი ეს კაცი

  • spasalari
  • 6 ნოემბერი 2017 20:03
არადა, მართალია 100%-ით.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით