• 09-06-2023
    ლადო ჩიხრაძე: “როცა სიმეონე შემეხო კანკალი დავიწყე”
    ლადო ჩიხრაძე: “როცა სიმეონე შემეხო კანკალი დავიწყე”

    როგორც მოგეხსენებათ, წყალტუბოს “სამგურალში” ნიჭიერი მოთამაშე, ლადო ჩიხრაძე ასპარეზობს.

    გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, DIario AS-მა ქართველ ფეხბურთელთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

    “2017 წელს სპალში და ატლეტიკოში შემოწმება გავიარე. სინჯები 1 კვირა გაგრძელდა და ბოლოს ორივე გუნდმა დამირეკა. ატლეტიკოს არჩევა რთული გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა. მადრიდში 2018 წელს ჩავედი და იქ 1 სეზონი გავატარე, რაც საუკეთესოდ დამამახსოვრდა. შესაძლებლობა მქონდა პირველ გუნდთან ერთადაც მევარჯიშა, მოედანზე გრიზმანთან, კოკესთან, საულთან, ლემართან, დიეგო კოშტასთან, გოდინთან, ხიმენესთან ერთად ვიყავი, რაც 17 წლის ბიჭისთვის წარმოუდგენელი ამბავი იყო. ეს საუკეთესო გამოცდილებაა, რაც ცხოვრებაში ოდესმე მქონია.

    პირველ გუნდთან სადებიუტო ვარჯიში გუშინდელი დღესავით მახსოვს. მწვრთნელებმა პირველ გუნდთან ერთად სავარჯიშოდ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს, მათ შორის მეც ვიყავი. ემოციების შეკავება ვერ შევძელი, სიმეონე მხარზე შემეხო და კანკალი დავიწყე, რაღაც მითხრა, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, ესპანურ არ საუბარი დღესაც არ შემიძლია. ასეთი დონის ხალხი თან ვარჯიში დიდი სიამოვნება იყო. ეს იყო გამოცდილება, რომელიც არასდროს დამავიწყდება და დიდი სურვილი მაქვს, რომ განმეორდეს. გრიზმანი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. ვარჯიშზე მას გაოცებული ვუყურებდი, ის ბურთით საოცრებებს აკეთებდა. შემდეგ კი, ამ ყველაფრის გამეორება ვცადე.

    რეკრეატივოს ახალგაზრდულ გუნდში დებიუტი დიდი ხნის განმავლობაში არ მქონია. შემდეგ პანდემია დაემთხვა და დიდ პრობლემებს შევეჯახე. რეკრეატივოში 1 წელი გავჩერდი, პირველ გუნდთან ერთად ვვაჯიშობდი და სათამაშო პრაქტიკას მეორე გუნდში ვიღებდი, შემდეგ კლუბი მესამე დივიზიონში დაქვეითდა და ესტრემადურაში გადავედი. იქ პრესეზონზე კარგად წარმოვაჩინე თავი და თამაშიც დავიწყე, კარგი სტატისტიკა მქონდა და მშვენივრად წარმოვაჩინე საკუთარი თავი. საბოლოო ჯამში, ირუნასთან ისტორიულ მატჩში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ესტრემადურა 2022 წლის მარტში დაიშალა.

    ესტრემადურას პრობლემების შემდეგ რთულ სიტუაციაში ვიყავი და სახლში დაბრუნება მსურდა. ახლა ყველაფერი მშვენივრად მიდის, ესპანური გუნდების დაიბტერესება მოვახერხე. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ და 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საბოლოო განაცხადშიც მოვხვდები. საქართველოში დავბრუნდი, რადგან ეს შესაძლებლობა გამოჩნდა. კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე... უბრალოდ ამ გუნდში მოხვედრა და მაღალ დონეზე დაბრუნება მსურდა. ამ მოთამაშეებს დიდი ხანია ვიცნობ, ასაკობრივ ნაკრებებში ერთად ვთამაშობდით. საბოლოო განაცხადში მოხვედრა ძალიან მსურს, ვარჯიშებზე ვამტკიცებ, რომ ამას ვიმსახურებ და იმედია, ასეც მოხდება.

    საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. ასეთ დონეზე კვარაცხელიას თამაში არ გამვკირვებია. წლების განმავლობაში ერთად ვთამაშობდით, ის თავმდაბალია და შრომისმოყვარე ადამიანია. ის თავისი გუნდისთვის, ნაკრებისა და ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს.

    საქართველოში ბევრი ტალანტია, პატარა ქვეყანაა, თუმცა ფეხბურთელი ძალიან უყვართ. ბევრი პატარაობიდანვე იწყებს თამაშს და მათთვის ქალაქებიდან წასვლა რთულია, მაღალ დონეზე თამაშის ცოტა არჩევანია, შესაბამისად, ბევრი ბრილიანტი იკარგება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ ამ ქვეყანას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, ბევრ მარგალიტს აღმოაჩენენ. კვარა აქ კერპია, ჩვენ უკვე გვყავდა კალაძე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე გვყავდა კობიაშვილი და ბევრი სხვა ფეხბურთელი, რომლებიც ლეგენდები არიან, მაგრამ ბავშვებისთვის კვარა სხვა საფეხურზეა. მას ნაპოლიში უბრალოდ შანსი სჭირდებოდა და ყველაფერს მშვენივრად აკეთებს. თავის მომავალზე გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს, ჩვენ კი მისთვის საუკეთესო გვსურს”. - განაცხადა ლადომ.

    ცნობისთვის, 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები