• 26-07-2023
    "ბარსელონა" ხულიან არაუხოს "ლას პალმასში" უშვებს
    "ბარსელონა" ხულიან არაუხოს "ლას პალმასში" უშვებს

    როგორც ჩანს, ხულიან არაუხო "ბარსელონას" მანამ დატოვებს, სანამ გუნდის მაისურით ოფიციალური მატჩის ჩატარება მოუწევს.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მექსიკელ ფლანგელს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" "ლას პალმასში" ანათხოვრებენ.

    კანარულ კლუბს "ბლაუგრანა" უკვე შეუთანხმდა. 21 წლის მარჯვენა მცველი კუნძულზე მთელ სეზონს გაატარებს.

    მართალია, ჯერ უცნობია, როდის გაოფიციალურდება ტრანსფერი, მაგრამ არაუხო უკვე გაესაუბრა "ლას პალმასის" მთავარ მწვრთნელს, გარსია პიმიენტას. სხვათა შორის, ახლო წარსულში პიმიენტა "ბარსელონა ატლეტიკს" ხელმძღვანელობდა.

    შეგახსენებთ, რომ ხულიანი "ბარსამ" ამა წლის იანვარში, "ლოს ანჯელეს გელექსიდან" შეიძინა. ტრანსფერის გაჭიანურების გამო, მექსიკელის რეგისტრაცია ვერ მოესწრო, რატომაც მან "ბარსას" ღირსება მხოლოდ ერთხელ დაიცვა - სეზონის დასრულების შემდეგ, "ვისელ კობეს" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

    Facebook კომენტარები