• 26-07-2023
    მარკო ვერატი "ალ ჰილალს" უახლოვდება
    მარკო ვერატი "ალ ჰილალს" უახლოვდება
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ ჟერმენის" 29 წლის ნახევარმცველი მარკო ვერატი საუდის არაბეთის კლუბ "ალ ჰილალში" გადასვლას უახლოვდება.

    ფაბრიციო რომანოს თქმით, ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია. "ალ ჰილალი" პარიზულ კლუბთან შეთანხმებას მალე მიაღწევს.

    არაბულმა კლუბმა "პსჟ-ს" სატრანსფერო წინადადება უკვე გაუგზავნა. რაც შეეხება ვერატის, მას სამწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. ფინანსური დეტალები ჯერ უცვლელია.

    ვერატის "პარკ დე პრენსიდან" აბარგებას უკვე დიდი ხანია უწინასწარმეტყველებდნენ. მარკო "რომას" დაუკავშირეს, მასზე ჟოზე მოურინიომაც ისაუბრა, თუმცა "ჯალაროსის" ფეხბურთელის თუნდაც იჯარის წესით წაყვანის სახსრები არ აღმოაჩნდა.

    იტალიელთან მიმართებაში "იუვენტუსიც" ახსენეს, მაგრამ საქმე შორს არც აქ წასულა.

    მარკო "პარი სენ ჟერმენში" 2012 წლიდან ასპარეზობს. მან გუნდში 30 ტიტული მოიგო.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები