რამოსი: "ფინალში დამსახურებულად გავედით"

5-05-2016, 01:01

მადრიდის "რეალის" ესპანელმა მცველმა, სერხიო რამოსმა ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. "ასეთი რთული სეზონის შემდეგ შეგვიძლია ვისიამოვნოთ ფინალში გასვლით. ეს ჩვენ ნამდვილად დავიმსახურეთ. ფანებს მინდა, რომ უდიდესი მადლობა გადავხადო, რადგან მხარში გვედგნენ და ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ფინალში მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ, ახლა კი საჭიროა სრული კონცენტრაცია ამ მატჩზე. ჩვენ ძალიან რთული მეტოქე გამოვთიშეთ ასპარეზობას. ამან უდიდესი ენერგია დაგვახარჯინა, მაგრამ ფინალში გასვლა ნამდვილად გვეკუთვნოდა." - განაცხადა სერხიო რამოსმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით