• 26-07-2023
    "პორტუ" ნიკო გონსალესის ტრანსფერს ხურავს
    "პორტუ" ნიკო გონსალესის ტრანსფერს ხურავს

    ავტორიტეტული ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობებიდან უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიკო გონსალესი კარიერას პორტუგალიურ "პორტუში" გააგრძელებს.

    მატეო მორეტოს ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველი "დრაკონებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

    "დრაგაუს" ბინადრები ნიკოში 8 მილიონ ევროს გადაიხდიან. "ბლაუგრანა" ფეხბურთელის უფლებების 40%-სა და მისი გამოსყიდვის უფლებას იტოვებს.

    თანხასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს როხერ ტორელოს.

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი წერს, რომ 22 წლის საყრდენში "ბარსელონა" 11 მილიონ ევროს აიღებს, მისი გამოსყიდვა კი 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

    გონსალესი "პორტუში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.

    შეგახსენებთ, რომ ნიკომ გასული სეზონი იჯარის წესით "ვალენსიაში" გაატარა. "ბარსას" პირველ გუნდში მას 37-ჯერ აქვს ნათამაშები. თავი 2 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.


    Facebook კომენტარები