• 27-07-2023
    "ალ ჰილალი" შეთავაზებას ამზადებს - არაბებს "ნაპოლის" ვარსკვლავი სურთ
    "ალ ჰილალი" შეთავაზებას ამზადებს - არაბებს "ნაპოლის" ვარსკვლავი სურთ

    მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ "ალ ჰილალი" უარით გაისტუმრა, საუდის არაბეთის კლუბი მისი ალტერნატივის მოძებნას შეუდგა.

    ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაბები "ნაპოლის" ვარსკვლავით დაინტერესდნენ.

    საუბარია ვიქტორ ოსიმენზე, რომლისთვისაც "ალ ჰილალი" ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს.

    ჯერჯერობით მხარეებს შორის მოლაპარაკეკები არ დაწყებულა, თუმცა თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში მოხდება.

    აქვე გეტყვით, რომ ნიგერილ ფორვარდს "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები