სიმეონე: "მიუნხენში მოსაგებად ვითამაშებთ"

3-05-2016, 02:24

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ალიანს არენაზე მისი გუნდი მოსაგებად გავა. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკომ" პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო, მაინც არ აპირებს დაცვაში ჩაჯდომას და დიეგო სიმეონე მიუნხენშიც მოგებას აპირებს. "ფეხბურთში უამრავი ტაქტიკა არსებობს და მე დიდი არჩევანი მაქვს. ყველას აზრს პატივს ვცემ. პირველ შეხვედრაში ისე ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი მქონდა და ჩვენთვის ეს კარგი აღმოჩნდა. გუნდს ახლაც მოსაგებად გავიყვან მოედანზე. ჩვენი დიდი კოზირი არის დაცვის ცენტრი. გოდინი და ხიმენესი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან." - განაცხადა დიეგო სიმეონემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით