ქართველი, რომელიც ესპანურმა გამოცემამ მესის შეადარა

26-11-2017, 11:41

ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველი ფეხბურთელი ზვიად ენდელაძე გაიხსენა, რომელმაც 1996 წელს ოქროს ბუცი მოიპოვა. აღნიშნული ტიტული წელს ლეო მესიმ დაისაკუთრა.

ოქროს ბუცი ევროპის სხავდასხვა ქვეყნის ჩემპიონატების ბობარდირს გადაეცემა, რომელსაც სხვა ყველა ბომბარდირთან შედარებით მეტი გოლი გააქვს კონკრეტულ სეზონში.

ენდელაძემ 1996 წელს საქართველოს ჩემპიონატში, "მარგვეთის" შემადგებლობაში თამაშობდა და სეზონში 40 გოლის გატანა მოახერხა. AS-მა იგი იმ უცნობ ფეხბურთელთ შორის მოიხსენია, რომელსაც ოქროს ბუცი აქვს მოგებული.

გამოცემამ შეადარა თუ რა დონის ფეხბურთელები იგებენ ოქროს ბურთს ახლა და მათ გვერდით როგორ მოახერხეს სრულიად უცნობმა პიროვნებებმა მისი დაუფლება.

ცნობისთვის, ლეო მესიმ ოქროს ბუცი კარიერაში 4-ჯერ მოიგო.



  • beka10
  • 26 ნოემბერი 2017 11:43
ენდელაძე საოცარი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით