"ბარსელონამ" ბრავოს დაზიანება დაადასტურა

2-05-2016, 01:13

კატალონიის "ბარსელონას" 33 წლის მეკარემ, კლაუდიო ბრავომ "ბეტისის" წინააღდეგ შეხვედრაში ტრავმა მიიღ და მოედანი ნაადრევად დატოვა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩილელ მეკარეს წვივის დაზიანება აქვს და შესაძლოა, გარკვეული პერიოდი გაუცდეს. "მეკარეს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აღენიშნება. ჯერ-ჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ბრავო მომდევნო შეხვედრაში დაბრუნებას." - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. ბრავომ მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში და 23 გოლი გაუშვა. შესაძლოა, მან "ესპანიოლთან" შეხვედრა გამოტოვოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით