ფიფამ "LGBT" წყვილები გააფრთხილა

29-11-2017, 17:43

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვეღა დარჩა და ფიფა უკვე აქტიურად ცდილობს, რომ მუნდიალმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.

ბრიტანული გამოცემა Sun-ის ინფორმაციით, ფიფა რუსეთში მუნდიალზე ჩამსვლელ სტუმრებს აფრთხილებს, რომ გეი წყვილებმა თავი შეიკავონ საჯაროდ თავისი პოზიციის დაფიქსირებისგან. როგორც იცით, რუსეთი გამოირჩევა ჰომოფობიურობით და ზოგიერთ ოლქში ლგბტ პირების არსებობაც კი დასჯადია.

"თუ რუსებმა შეამჩნიეს გეი წყვილები ხელიხელჩაკიდებული, შესაძლოა ეს უკანასკნელები რაიმე ხიფათს შეეყარონ."

"ამ ქვეყანაში აქტიურად არ იჭერენ ლგბტ პირებს, თუმცა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა კანონის ძალით ისჯება, ამიტომაც გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად." - ავრცელებს SUN-ი ფიფას განცხადებას.



  • tsandro
  • 29 ნოემბერი 2017 17:44
ეს მაინც აქვთ კარგი რუსებს :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით