• 28-07-2023
    ჩადი რიადი “რეალ ბეტისს” შეუერთდა
    ჩადი რიადი “რეალ ბეტისს” შეუერთდა

    20 წლის მაროკოელი ფეხბურთელი, ჩადი რიადი კარიერას “რეალ ბეტისში” გააგრძელებს. ინფორმაციას სევილიური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

    ახალგაზრდა მოთამაშე ესპანურ გუნდს 1 წლიანი იჯარით შეუერთდა. სეზონის ბოლოს, ფეხბურთელის შეძენის სურვილის შემთხვევაში “რეალ ბეტისს” “ბარსელონასთვის” 2.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

    საგულისხმოა, რომ კატალონიურ გინდა მომდევნო ტრანსფერიდან 50% ერგება.

    ცნობისთვის, გასულ სეზონში ჩადი რიადმა “ბარსელონას” მაისურით 1 შეხვედრაც ჩაატარა.

    Facebook კომენტარები