ვალვერდე:"არბიტრმა თავის შეცდომით მნიშვნელოვანი ქულები დაგვაკარგვინა"

1-12-2017, 23:21

გუშინ, 26 ნოემბერს ლა ლიგის რიგით მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. 23 საათსა და 45 წუთზე "მესტალიაზე" ადგილობრივმა "ვალენსიამ" კატალონიის "ბარსელონა" მიიღო და დაუზავდა. მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესის არჩათვლილ მომენტზე ისაუბრა და მსაჯები გააკრიტიკა.

"იმ პოზიციიდან, სადაც მე ვიდექი ლიონელ მესის დარტყმულის დანახვა მარტივად იყო შესაძლებელი. მე დავინახე, რომ მესი გოლს აღნიშნავდა და ეს, ჩემ გარდა, 40 ათასმა გულშემატკივარმა ნახა, სასაცილოა, რომ ის მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს, თანაც, ცენტრალურ შეხვედრაში. არბიტრმა თავის შეცდომით მნიშვნელოვანი ქულები დაგვაკარგვინა.

მესის ეპიზოდის მსგავსი რამ ხშირად ხდება. არ ვიცი რატომ არ ვიყენებთ ვიდეოგანმეორებას", - განაცხადა ვალვერდემ პრესასთან საუბრისას.


ავტორი ლუკა ალავიძე









  • messi10
  • 1 დეკემბერი 2017 23:22
მარტლა ძაან ჩანდა

  • beshke
  • 1 დეკემბერი 2017 23:35
sachiroa ra videoreferi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით