ჰამშიკი:"იმედგაცრუებულნი ვართ"

2-12-2017, 14:46

გუშინ, 1 დეკემბერს ერთმანეთს "ნაპოლი" და ტურინის იუვენტუსი დაუპირსიპირდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოს "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით, ანგარიშით, 0:1 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე ნეაპოლიტანელთა კაპიტანმა, მარეკ ჰამშიკმა აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა.

"ამ შედეგს არაფერი შეუცვლია. მთელი გუნდი იმედგაცრუებულნი ვართ, რადგანაც ჩვენი გულშემატკივრის წინაშე, "სან-პაოლოზე" დავმარცხდით.

"იუვენტუსი" მშვენიერ ფორმაშია. დაცვაში ალეგრის ბიჭებმა მშვენივრად ითამაშეს. გვქონდა მომენტები, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ყველაზე სამწუხარო ესაა. ახლა უკვე დროა მომავალ შეხვედრებზე ვიფიქროთ", - განაცხადა ჰამშიკმა პრესასთან საუბრისას.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 2 დეკემბერი 2017 14:48
arada karg formashia napoli

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით