• 28-07-2023
    "იუნაიტედმა" და "პსჟ"-მ ჰოილუნდის თაობაზე ოფიციალური შეთავაზებები გააკეთეს
    "იუნაიტედმა" და "პსჟ"-მ ჰოილუნდის თაობაზე ოფიციალური შეთავაზებები გააკეთეს

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "პარი სენ-ჟერმენმა" რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერისთვის ბრძოლა დაიწყეს.

    "ატალანტამ" დანიელი ფორვარდის სანაცვლოდ ორივე კლუბისგან მიიღო პირველი ოფიციალური შეთავაზება.

    The Athletic-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" მზად არის 50 მილიონი ევრო გადაიხადოს, კიდევ 10 მილიონი კი ბონუსებზეა გაწერილი.

    თავის მხრივ, პარიზული კლუბი მხოლოდ 50 მილიონს იხდის და როგორც ირკვევა, ისინი არ აპირებენ უფრო დიდი შეთავაზების გაკეთებას.

    ბერგამოელებს ჰოილუნდის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონი ევროს მიღება აქვთ გადაწყვეტილი.

    როგორც ირკვევა, 20 წლის შემტევმა უკვე ორივე კლუბთან შეათანხმა კონტრაქტის პირობები.

    Facebook კომენტარები