ჯანოს გუნდში სექსი აკრძალეს

10-12-2017, 14:55

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მოსკოვის "სპარტაკის" ფიზ-მომზადების მწვრთნელმა, ვიქტორია გამეევმა ფეხბურთელებს მატჩამდე 2 დღით ადრე სექსი აუკრძალა.

ხსენებული ქალბატონის თქმით, სექსი მამაკაცის უნარებს ასუსტებს. გარდა ამისა, მატჩის წინა დღეს სქესობრივი აქტის შემთხვევაში შესაძლოა ფეხბურთელმა სერიოზული დაზიანება მიიღოს. სწორედ ეს გახლავთ აკრძალვის მთავარი მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ ეს მეთოდი საფეხბურთო სამყაროში პირველი არ გახლავთ. პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ "სიტიში" მისვლის შემდეგ სწორედ მსგავსი აკრძალვა დააწესა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით