• 28-07-2023
    სიმონე ინძაგი "ინტერში" 2025 წლამდე დარჩება
    სიმონე ინძაგი "ინტერში" 2025 წლამდე დარჩება
    Author of the article
    Aa

    La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ სიმონე ინძაგი მილანის "ინტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

    ახალი კონტრაქტის მიხედვით, იტალიელი სპეციალისტი "ნერაძურიში" 2025 წლის ივნისამდე დარჩება. ხელშეკრულება 1 წლით ხანგრძლივდება, რადგან მოქმედს ვადა 2024 წლის ივნისში ეწურებოდა.

    სიმონეს მნიშვნელოვნად გაუზრდიან ხელფასსაც, რაც იმ შესანიშნავი შედეგების დამსახურებაა, რაც 47 წლის სპეციალისტმა კლუბის ფინანსური ძნელბედობის ჟამს აჩვენა.

    "შავ-ლურჯების" მთავარი მწვრთნელის რანგში ინძაგის ასეთი სტატისტიკა აქვს: 69 გამარჯვება, 18 ფრე, 22 მარცხი. მისმა გუნდმა გაიტანა 207 და გაუშვა 100 გოლი.

    ცხადია, გამოცდილი სპეციალისტის ყველაზე დიდ მიღწევად "ინტერნაციონალეს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა რჩება. გარდა ამისა, მან გუნდს იტალიის თასი და სუპერთასი 2-2-ჯერ მოაგებინა.


    ტეგები:
    Facebook კომენტარები