პიკე:" ფინალში "სიტისთან" შეხვედრა გვსურს"

16-12-2017, 11:14

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

"გვარდიოლასთნ ერთად "მანჩესტერ სიტის" უდიდესი პოტენციალი აქვს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, ვფიქრობდი, რომ კატალონიელი სპეციალისტი მნიშვნელოვანი ტურნირების მოგებას წინა, განვლილ სეზონშიც შეძლებდა, მაგრამ გუნდთან ადაპტაციას დრო დასჭირდა. ვთვლი, რომ მანჩესტერული კლუბი ინგლისში და არა მარტო ინგლისში, არამედ მთელს მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ცისფრები" ინგლისის პრემიერ ლიგის მოგების უმთავრესი ფავორიტები არიან. იმედი მაქვს მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შევხვდებით", - განაცხადა პიკემ.



  • messi10
  • 16 დეკემბერი 2017 11:15
სიტი საშიშია ფინალში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით