• 29-07-2023
    "მონაკომ" სალისუს ტრანსფერი შეათანხმა
    "მონაკომ" სალისუს ტრანსფერი შეათანხმა

    The Athletic ირწმუნება, რომ "მონაკომ" "საუთჰემპტონის" განელი ცენტრალური მცველის, მუჰამედ სალისუს ტრანსფერი შეათანხმა.

    მონეგასკებმა სალისუსთან კონტრაქტის საკითხი კიდევ უფრო ადრე გაარკვიეს. სამედიცინო შემოწმება მომდევნო კვირაში გახლავთ ჩანიშნული.

    მუჰამედი "სოტონის" უკანასკნელ მატჩებში, "ალკმაარისა" და "ბორნმუთის" წინააღმდეგ, განაცხადს მიღმა დარჩა, რაც უკვე დადასტურება გახლდათ იმისა, რომ "სენტ მერიზე" მისი დარჩენა გამორიცხული გახლდათ.

    თვის დასაწყისში "საუთჰემპტონს" "ფულემი" სალისუს სანაცვლოდ 15 მილიონ ფუნტს უხდიდა. თითქოს, ტრანსფერი დახურულიც გახლდათ, მაგრამ ლონდონელებმა არჩევანი ამსტერდამის "აიაქსიდან" კალვინ ბესის წამოყვანაზე გააკეთეს.

    აქვე გეტყვით, რომ განელ ფეხბურთელს "სოტონთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურებოდა.

    გასულ სეზონში მუჰამედმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები