ტურე "რეალთან" საეჭვოა

25-04-2016, 18:34

მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განცხადება გააკეთა იაია ტურეს ტრავმასთან დაკავშირებით. "ვფიქრობ ტურე  "რეალთან" პირველ  მატჩს გამოტოვებს, ის არ არის  მზად სათამაშოდ. ჩვენი ექიმები დააკვირდებიან მას მთელი კვირის განმავლობაში და შესაძლოა ტურემ მიიღოს მონაწილეობა პრემიერლიგის მატჩში "საუთჰემპტონთან". "რაც შეეხება განმეორებით მატჩს მადრიდის "რეალთან", რთულია ასეთ დროს რამის თქმა,   ყველაფერი დამოკიდებული იქნება ექიმებზე და თვითონ ფეხბურთელზე".  "სიტის " და "რეალის" მატჩი 26 აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით