ბეილი: კრიშტიანუ "რეალში" ძალიან დამეხმარა

25-04-2016, 18:09

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა, თავის თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. "კრიშტიანუ  კარგად საუბრობს ინგლისურად და მე ეს ძალიან დამეხმარა, როდესაც გუნდში მოვედი, ის პრემიერლიგაში  დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა  და ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს". "პრესა ყოველთვის იგონებს,  რომ თითქოს ჩვენ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, ეს არის ტყუილი,  არანაირი კონფლიქტი ერთმანეთში ჩვენ არ გვქონია". "მე არასდროს ვეკამათები რონალდოს, ის ძალიან ეფექტური  ფეხბურთელია მოედანზე და ეს ყველამ კარგად იცის , ის გუნდის ერთ-ერთი  ლიდერია და ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე, ხალხი კი ამ ყველაფერს არასწორად ხედავს და გებულობს, მე არანაირი პრობლემა არ მქონია რონალდოსთან, ჩვენ  კარგი ურთიერთობა გვაქვს" - განაცხადა ბეილმა Football Espana-სთან  საუბრისას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით