"მანჩესტერმა" ქერიქის შემცვლელი მონახა

30-12-2017, 14:36

ინგლისის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟორჟინიოს შეძენა გადაწყვიტა. "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და არაერთი გრანდის ყურადღებაც მიიპყრო. 

რამდენიმე დღის წინ, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მაიკლ ქერიქის შემცვლელს ეძებს. ვეტერანი ინგლისელი ავადმყოფობის გამო მოედანზე ვერ გადის. როგორც MEN-ი წერს, ინგლისური გუნდის კაპიტნის შემცვლელად სწორედ ჟორჟინიო მოიაზრება.

პორტუგალიელი მწვრთნელი დიდი ხანია ცდილობს იტალიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას, მაგრამ უშედეგოდ. ამჯერად ჟოზე დარწმუნებულია, რომ ნეაპოლში უარს ვერ იტყვიან იმ თანხაზე, რასაც მათ შესთავაზებენ. 



  • AM11
  • 30 დეკემბერი 2017 15:15
dzaan magaria jorginho

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით