"რეალი" 1/2 ფინალს სერიოზული დანაკლისით ხვდება

24-04-2016, 23:29

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს, დიდი ალბათობით სერიოზული დანაკლისით შეხვდება. გამოცემა Sport.es-ი წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და გარეტ ბეილის დაზიანებებს, ქარიმ ბენზემასა და პეპეს შეუძლოდ ყოფნაც დაემატა. აქედან გამომდინარე, "ბიბისი" (ბეილი-ბენზემა-რონალდუს ტრიო) "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რაც ბუნებრივია, რომ უდიდესი დანაკლისი იქნება. "სიტი"-"რეალის" პირველი დაპირისპირება 26 აპრილს "ეტიჰადზე" , თბილისის დროით 22:45–ზე გაიმართება. წყარო: Sport.es



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით