"პსჟ" ზამთარში გუედეშს გაყიდის

2-01-2018, 16:56

მიმდინარე სეზონში "ვალენსია" საკმაოდ კარგად გამოიყურება და ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გონსალო გუედეში გახლავთ. ხსენებული ფეხბურთელი გუნდმა "პსჟდან" ინათხოვრა გასულ ზაფხულს.

პარიზელებმა კი მისი წასვლის შემდეგ ნეიმარ ჯუნიორი და კილიან მბაპე დაიმატეს. ამ ყველაფერმა საბოლოოდ პორტუგალიელი ფეხბურთელის "პსჟში" დაბრუნების შანსები ერთი-ორად შეამცირა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციის, ფრანგული გუნდი 21 წლის ვინგერს უკან აღარ დააბრუნებს და ზამთარშივე გაყიდის. წყაროს ცნობით, "ვალენსია" სერიოზულად არის დაინტერესებული გუედეშის გამოსყიდვით და ამისათვის 35 მილიონ ევროსაც ამზადებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად დათანხმდება "პსჟ" ასეთ თანხას საკმაოდ კარგი პოტენციალის მქონე ფეხბურთელის სანაცვლოდ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით