• 30-07-2023
    ცნობილია! - რომელ პოზიციაზე ითამაშებს სერხიო რობერტო
    ცნობილია! - რომელ პოზიციაზე ითამაშებს სერხიო რობერტო

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველის პოზიციაზე დიდი პრობლემები აქვს. მითუმეტეს, იქიდან გამომდინარე, რომ “ბლაუგრანა” ახალგაზრდა ამერიკელი მოთამაშის, სერჟინიო დესტის გაყიდვას გეგმავს.

    “ბარსელონას” გულშემატკივრების ნაწილს ძალიან უნდა, რომ ზემოხსენებულ პოზიციაზე სერხიო რობერტომ ითამაშოს, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ მოხდება.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diairio Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტო ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშებს.

    შეგახსენებთ, რომ სერხიო რობერტო ახლახან “ბარსელონას” კაპიტანი გახდა.

    Facebook კომენტარები