• 09-06-2023
    ცნობილია! - როდის შედგება ლეო მესის დებიუტი “ინტერ მაიამიში”
    ცნობილია! - როდის შედგება ლეო მესის დებიუტი “ინტერ მაიამიში”

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ლიონელ მესის დამატება ვერ შეძლო.

    არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს, რომლის მფლობელიც ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ ბექემი გახლავთ.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესის დებიუტი “ინტერ მაიამიში” 21 ივლისს "კრუზ ასულის" წინააღმდეგ შედგება.

    ცნობისთვის, ლეო მესი ამერიკულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

    Facebook კომენტარები