• 30-07-2023
    ფერმინი "ბარსას" ვარსკვლავისთვის სიგნალი აღმოჩნდა - დეტალები
    ფერმინი "ბარსას" ვარსკვლავისთვის სიგნალი აღმოჩნდა - დეტალები
    Author of the article
    Aa

    დალასში გამართული "ელ კლასიკოს" მთავარი გმირი "ბარსელონას" 20 წლის ნახევარმცველი, ფერმინ ლოპესი გახლდათ, რომელმაც მადრიდის "რეალს" ულამაზესი გოლი გაუტანა და ამას საგოლე გადაცემაც დააყოლა.

    La Ser-ის ჟურნალისტის, სანტი ოვალეს ინფორმაციით, ფერმინის მოედანზე გამოჩენა "ბლაუგრანას" ერთ-ერთი ფეხბურთელისადმი მიმართული გზავნილი გახლდათ.

    საუბარია ფრანკ კესიეზე. ოვალე წერს, რომ ფრანკის ნაცვლად მოედანზე ლოპესის შეშვებით, კოტ-დ'ივუარეალს პირდაპირ უთხრეს, რომ მან გუნდი უნდა დატოვოს.

    თუ ჩავისთვის ლოპესიც კესიეზე წინ დადგება, 26 წლის ნახევარმცველს სხვა არაფერი დარჩება, გარდა კლუბის შეცვლისა.

    გამოცდილ შუახაზელს აქტიურად უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსს". მისი გადაბირებით დაინტერესებულია ლონდონის "ტოტენჰემიც". აღსანიშნავია, რომ თავად კესიეს კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გაგრძელება უნდა.

    Facebook კომენტარები