• 30-07-2023
    "ბარსელონა" ნებდება - რის გამო კარგავს კლუბი დემბელეს
    "ბარსელონა" ნებდება - რის გამო კარგავს კლუბი დემბელეს

    უსმან დემბელემ თავისი გამოსასყიდი თანხის გააქტიურება გამორიცხა, - იუწყება ჟურნალისტი ალფრედ მარტინესი.

    ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, თუ ფრანგი გარემარბი გუნდს გამოიცვლის, ეს მხოლოდ "ბარსელონასა" და "პარი სენ ჟერმენის" შეთანხმების შედეგად მოხდება. დღეს სხვა სიახლეს აღარ უნდა ველოდოთ.

    არადა, უსმანის კონტრაქტში პირველ აგვისტომდე მოქმედი პუნქტია ჩადებული, რომელიც მის გამოსასყიდ თანხად 50 მილიონ ევროს საზღვრავს. ამ თანხის 50% თავად ფეხბურთელთან მიდის.

    Jijantes-ის თქმით, "პარი სენ ჟერმენს" 26 წლის შემტევი ამ გამოსასყიდი თანხის გააქტიურებით რომ წაეყვანა, "ბლაუგრანა" მას ომს გამოუცხადებდა. კატალონიელები უეფაში წავიდოდნენ, სადაც "პსჟ-სა" და ფინანსური ფეარ-პლეის შესაბამისობისა და ლიგა ერთის ჩემპიონთა ფინანსური შესაძლებლობების წყაროს კანონიერების საკითხებს დააყენებდნენ.

    Relevo-ს ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის თუ დავუჯერებთ,"ბლაუგრანა" დემბელეს აგვისტოში 70-75 მილიონ ევროდ შეელევა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ უსმანის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდება. მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები