• 31-07-2023
    200 მილიონი ევრო ოსიმენის სანაცვლოდ - არაბების ზღაპრული შეთავაზება "ნაპოლის"
    200 მილიონი ევრო ოსიმენის სანაცვლოდ - არაბების ზღაპრული შეთავაზება "ნაპოლის"
    Author of the article
    Aa

    ცნობილი გამოცემა "L'equipe"-ი "ნაპოლის" ფეხბურთელზე, ვიქტორ ოსიმენზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ" საუდის არაბეთიდან ზღაპრული შეთავაზება მიიღო.

    კერძოდ, "ალ-ჰილალი" მზად არის, ნიგერიელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

    აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებს ვიქტორის თაობაზე ასეთი წინადადება ჯერ არ მიუღიათ.

    აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თავად ოსიმენის სურვილი ევროპაში დარჩენაა.

    Facebook კომენტარები